გიგი უგულავას საქმე

გიგი უგულავას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა

ტაბულა

თბილსერვისის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილ მერის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. გიგი უგულავას 9 წლიანი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა ამნისტირების შემდეგ საბოლოო პატიმრობად 4 წელი და 6 თვე შეეფარდა. რაც შეეხება რიყის ტერიტორიას, ამ საქმეზე გიგი უგულავა და დავით კეზერაშვილი სასამართლომ გაამართლა და პატიმრობა გააუქმა.

გიგი უგულავა ამ წუთებში სასამართლოს შენობაში იმყოფება, სადაც საბადრაგო სამსახურის და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც იმყოფებიან. 

გიგი უგულავა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გუშინ გაათავისუფლეს. საკონსტიტუციო სასამართლომ 9თვიანი პატიმრობის მეორედ გამოყენება არაკონსტიტუციურად მიიჩნია. 

კომენტარები