გიგი უგულავას საქმე

გიგი უგულავას სასამართლო პროცესი დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დაიწყო. უგულავამ სხდომაზე მისვლა დააგვიანა. ბრალდებულის თქმით, განაჩენის დღეს გამოტანა სამართლებრივად შეუძლებელია. მისი აზრით, თუ მოსამართლეს არ აჩქარებენ, დღეს პროცესი ტექნიკურად ვერ დამთავრდება. 

"თუ არ მოხდა სამართლებრივი ძალადობა, დღეს განაჩენის გამოტანა სამართლებრივად შეუძლებელია. ადვოკატი დასკვნით სიტყვის ეტაპზეა, ამის შემდეგ რეპლიკების ეტაპია, რეპლიკებს ბრალდება და შემდეგ ჩვენ ვამბობთ, ცალკე ეტაპია ბრალდებულის სიტყვა. ამის შემდეგ მოსამართლემ, როდესაც 3 წელი მიდის საქმე, შეუძლებელია, გამოიტანოს მაშინვე განაჩენი, თუ არ მოქმედებს მეჭიაურის ინსტრუქციებით", - თქვა უგულავამ. 

პროკურორ გიგა ძნელაძის შეფასებით კი, შესაძლებელია, დღეს სასამართლომ თბილსერვისის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს.

კომენტარები