გიგი უგულავას საქმე

უგულავა: იმ საარჩევნო კოდექსით მოვიგებთ, რომლითაც 2012 წელს წავაგეთ

ივანიშვილი ვერ გრძნობს ვერანაირ საერთაშორისო კონტექსტს, რა გეოპოლიტიკური მდგომარეობაა ქვეყნის გარშემო. ის ვერ გრძნობს, შიგნით რა ხდება ქვეყანაში, მას არ ანაღვლებს და არ აინტერესებს არაფერი, მაგრამ მას აინტერესებს ძალაუფლების შენარჩუნება, ამისთვის ვალდებულია, ის გავიდეს არჩევნებზე. არ შეცვლის საარჩევნო კოდექსს ახლა? იმ საარჩევნო კოდექსით მოვუგებთ, რომელი საარჩევნო კოდექსითაც 2012 წელს წავაგეთ, არც მანდ არ არის პრობლემა. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავალთ არჩევნებზე, მთავარია, ქვეყანა მივიდეს არჩევნებამდე მშვიდად, ქვეყანა მივიდეს არჩევნებამდე წყნარად და არჩევნებზე გავისტუმროთ ეს ადამიანი და ის შავი კოშმარი, რაც ამ ქვეყანას დაატეხა თავს.

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ.

კომენტარები