გიგი უგულავას საქმე

უგულავა: როდესაც ხარ მართალი, არასდროს არ დაიხევ უკან

მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ამ საკონსტიტუციო სარჩელით თითოეული ადამიანი ისარგებლებს... ბრძოლას აქვს ყოველთვის აზრი, მიუხედავად იმისა, ბრძოლის გზა გადის ციხეზე, შეურაცხყოფაზე თუ წიწილების და კვერცხების სროლაზე. როდესაც ხარ მართალი, როდესაც ფანატიკურად გჯერა შენი სიმართლის, არასდროს არ დაიხევ უკან. ხვდებიან, რომ მათ არ დავუჭერივარ, მე თვითონ წავედი ამაზე - ვიცოდი, რომ დამიჭერდნენ, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო თუნდაც იმიტომ, რომ დღეს კიდევ ერთი ნიღაბი ჩამოხსნოდა იმ ადამიანს, რომელიც არაფორმალურად მართავს ქვეყანას. რა თქმა უნდა, ბოლო წუთამდე, იყო შანსი რაღაც ხრიკების და მანიპულაციების და დავინახეთ კიდეც, შეუარაღებელი თვალითაც კი ჩანდა, რომ სასამართლო უბრალოდ გამოუვალ მდგომარეობაში იყო. საკონსტიტუციომ არ დატოვა სხვა გამოსავალი. 

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ.

კომენტარები