გიგი უგულავას საქმე

მოსამართლემ პროკურორებს გადაწყვეტილების გასაცნობად 2 საათი მისცა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას გათავისუფლების საკითხზე მიმდინარე სხდომაზე მოსამართლემ პროკურორებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაცნობად ორი საათი მისცა. სასამართლოში შესვენებაა გამოცხადებული.

აღსანიშნავია, რომ მანამდე პროკურორებმა სამი შუამდგომლობა დააყენეს - მოითხოვეს სათადარიგო მოსამართლის აცილება; მოითხოვეს 7 ნოემბრის საქმეზე 24 სექტემბერს ჩანიშნული სხდომის დღეს გადმოწევის განჩინება, რაზეც მოსამართლემ უპასუხა, რომ ამ მოთხოვნას ვერ ჩათვლის შუამდგომლობად, რადგან სხდომა ახალი გარემოების - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ტარდება; ასევე მოითხოვეს საქმის სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილვა. არცერთი შუამდგომლობა მოსამართლე ეკა კულულაშვილმა არ დააკმაყოფილა.

გიგი უგულავას გათავისუფლების საკითხზე ჩანიშნული სხდომა ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო.

გუშინ საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი "გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" ნაწილობრივ დააკმაყოფილა და 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის გასვლის შემდეგ, გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება სხვა საქმეზე არკონსტიტუციურად ცნო.

კომენტარები