გიგი უგულავას საქმე

15:00-ზე, პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას გააკეთებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

დღეს, 15:00-ზე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებს. ბრიფინგი სავარაუდოდ გიგი უგულავას სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას შეეხება.

საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი "გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" ნაწილობრივ დააკმაყოფილა და 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის გასვლის შემდეგ, გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება სხვა საქმეზე არაკონსტიტუციურად ცნო. გადაწყვეტილება გუშინ, 21:00-ზე საკონსტიტუციო სასამართლოს 8 მოსამართლემ გამოაცხადა. ამის მიუხედავად, გიგი უგულავა პატიმრობაში რჩება. სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებით, თბილისის ყოფილ მერს მხოლოდ საერთო სასამართლოს გადაწყვეტილების შემთხვევაში გაათავისუფლებენ. 

კომენტარები