რთველი 2015

დანელია ყურძნის შემცირებულ ფასზე: ეს გახლავთ მოთხოვნა-მიწოდების საგანი

ეს გახლავთ ცალსახად მოთხოვნა-მიწოდების საგანი, ეს არის ჯანსაღი პროცესი, კონკურენციაა და მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარე იყოს ამ შემთხვევაში მოგებული, არ იზარალოს არც გლეხმა და არც ქარხანამ. შესაბამისად, ეს არის ფასი, რომელსაც ბაზარი და კერძო სექტორი არეგულირებს. 

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, რთველი 2015-ში ყურძნის შემცირებულ ფასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე. წელს ყურძნის ფასის შემცირება ქართული ღვინის ექსპორტის კლებამ გამოიწვია, რაც რუსეთსა და უკრაინაში არსებულ ფინანსურ კრიზისს უკავშირდება.

კომენტარები