რთველი 2015

ღვინის მწარმოებელი კომპანიები თავისუფალი ბაზრის აუცილებლობაზე საუბრობენ

ყურძნის ფასსა და სახელმწიფო სუბსიდირებაზე გლეხებისგან განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ღვინის კომპანიებს. ქიმერიონის ხელმძღვანელს, ალექსანდრე ქოიავას მიაჩნია, რომ ყურძნის არსებული ფასი სრულიად საკმარისია არა მარტო ჩადებული თანხის ამოსაღებად, არამედ მოგებისთვისაც. კომპანია ქიმერიონი ძირითადად საკუთარ ყურძენს ამუშავებს. ალექსანდრე ქოიავას თქმით, მას 13 ჰექტარი ვენახი აქვს და ერთი კილოგრამი ყურძნის მოვლა, დაკრეფის ჩათვლით, დაახლოებით 20 თეთრი უჯდება.

თავისუფალი ბაზრის აუცილებლობაზე საუბრობენ ღვინის სხვა კომპანიების წარმომადგენლებიც. თელავის ღვინის მარნის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზურაბ რამაზაშვილი ამბობს, რომ წელს მთავრობა ზუსტად იმავე თანხით ახდენს ყურძნის სუბსიდირებას, რამდენითაც გასულ წლებში, მაგრამ წელს დაბალია ყურძნის საწყისი ფასი, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა და ნებისმიერ ბაზარზე შეიძლება მოხდეს.

კომენტარები