ჩვენ უკვე მესამე წელია, წარმატებულ რთველს ვატარებთ საქართველოში. წელსაც ასევე ძალიან ბარაქიანი რთველი გვქონდა. 100 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული დღეის მდგომარეობით. სახელწმიფო ჩაიბარებს ყურძნის იმ ჭარბ რაოდენობას, რასაც კერძო სექტორი არ ჩაიბარებს ან ვერ ჩაიბარებს. თეთრი ყურძნის შემთხვევაში ჩვენ, სახელმწიფო ვუხდით 60 თეთრს, ასევე შავ ყურძენში, საფერავზეა საუბარი, 85 თეთრს - ეს არის მინიმალური, ზღვრული ფასი, რომელსაც სახელმწიფო უხდის იმ შემთხვევაში, თუ სხვა კერძო კომპანიები ვერ ჩაიბარებენ ყურძენს. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ის, რომ გლეხს, აღნიშნული ფასების პირობებში, მიეღო 100%-იანი მოგება დაახლოებით. ეს არის ჩადებული ამ ტარიფში.
tbl.ge/zlk
დაკოპირდა

პრემიერმინისტრი ღვინის ეროვნულ სააგენტოში იმყოფებოდა, სადაც ქართული ღვინის ცენტრი გაიხსნა.
ამავე თემაზე
- რთველის დროს გამოვლენილი დარღვევებისთვის ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს
- ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში რთველი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს
- ღვინის მწარმოებელი კომპანიები თავისუფალი ბაზრის აუცილებლობაზე საუბრობენ
- მევენახეების მოლოდინი და რეალობა
- სამანიშვილი: ღვინის მოხმარების გაზრდა ალკოჰოლის მოხმარებას შეამცირებს