ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ანგარიში

მთავრობამ ევროპის საბჭოსგან წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ანგარიში მიიღო

radiotavisupleba.ge

მთავრობამ ევროპის საბჭოსგან წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ანგარიში მიიღო. აღნიშნული ტაბულას სასჯელაღსრულების სამინისტროში დაუდასტურეს.

ის, თუ როდის გამოქვეყნდება დოკუმენტი, ჯერჯერობით უცნობია.

წამების საწინააღმდეგო კომიტეტი ორგანიზებას უწევს ვიზიტებს დაკავების ადგილებში, რათა შეაფასოს, თუ როგორ ეპყრობიან თავისუფლებააღკვეთილ პირებს. ეს ადგილები მოიცავს: ციხეებს, არასრულწლოვანთადაკავების ადგილებს, პოლიციის განყოფილებებს, იმიგრირებულ პირთა დაკავების ადგილებს, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებს, სოციალური დაცვის სახლებს და სხვა. კომიტეტის დელეგაციები პირადად ესაუბრებიან თავისუფლებააღკვეთილ პირებს და ასევე თავისუფლად უკავშირდებიან ნებისმიერ ადამიანს, ვისაც კი შეუძლია ინფორმაციის მიწოდება. თითოეული ვიზიტის შემდეგ წამების საწინააღმდეგო კომიტეტი შესაბამის სახელმწიფოს უგზავნის დეტალურ ანგარიშს. ეს ანგარიში მოიცავს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის მოპოვებულ მონაცემებს, მის რეკომენდაციებს, შენიშვნებსა და მოთხოვნებს გარკვეული ინფორმაციის მიწოდებაზე. წამების საწინააღმდეგო კომიტეტი მოითხოვს ასევე დეტალურ პასუხს ანგარიშში დასმულ საკითხებზე.

კომენტარები