დევნილები

პრემიერი: მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში 647 დევნილ ოჯახს 649 ბინა გადაეცემა

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – წეროვანში, ფრეზეთსა და წილკანში 647 დევნილ ოჯახს 649 ბინა გადაეცემა.

გადაწყვეტილებას, "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ", მინისტრთა კაბინეტი დღევანდელ სხდომაზე მიიღებს.

 

კომენტარები