დაკავება

ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით მებაჟე ოფიცერი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობის ქრთამის აღების ბრალდებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გარდაბნის გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცერი შოთა ბ. თბილისში დააკავეს.

საქმე ეხება 10 000 აშშ დოლარის ოდენობის ქრთამს, რომელიც, გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, სამეწარმეო სუბიექტის წარმომადგენელს მოქალაქე მ.მ-ს კომერციული ინფორმაციის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მოპოვებისა და გადაცემის სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სსკ-ს 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები