განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით ბათუმში 1992 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებისას საკონტროლო შესყიდვის დროს სამართალდამცველებმა ბრალდებულისგან ამოიღეს 3 აბი, „მდმა“-ს შემცველი 9 აბი და 2 გრამამდე
სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება, რომელზეც დანიშნულია ექსპერტიზა. მისი დროებითი საცხოვრებლის ჩხრეკისას კი 90 აბი სხვადასხვა ნარკოტიკი და თანხა ამოიღეს.
გამოძიება მიმდინარეობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
გასაღების ფაქტებზე, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.