დაკავება

პროკურატურასთან გამართულ აქციაზე ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე დააკავეს

გენერალურ პროკურატურასთან აქციის გამართვისას ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე დააკავეს.

აქციის მონაწილეები გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნებას აპროტესტებდნენ. 

კუპრავამ და აქციის სხვა მონაწილეებმა პროკურატურის შენობის ეზოში რამდენიმე წყვილი სპორტული ფეხსაცმელი გადაყარეს.

მათი თქმით, ბოტასები პროკურატურასთან, ფარცხალაძესთან და შოთაძესთან ასოცირდება. 

სამართალდამცველებთან შელაპარაკება სწორედ ამის გამო დაიწყო, რასაც აქციის ორი მონაწილის დაკავება მოჰყვა.

"მაკავებენ იმის გამო, რომ შოთაძეს გადავუყარე ბოტასები, ეს უკვე მერამდენე უკანონო დაკავებაა, 9 თვე ხომ უკანონოდ გამატარებინეს ციხეში,"- უთხრა კუპრავამ ჟურნალისტებს, სანამ მას პოლიციის მანქანაში ჩასვამდენენ.

შსს-ს ცნობით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული მუხლით დააკავეს - წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით.

 

კომენტარები