სტიქია თბილისში

Placebo Open Air-იდან მიღებულ თანხას სტიქიით დაზარალებულებს გადაურიცხავს

musictour.eu

ბრიტანული ჯგუფი Placebo თბილისი Open Air-ზე აღებულ ჰონორარს 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გადარიცხავს. 

"არ გვინდოდა, საქართველოში ჩამოვსულიყავით თქვენი ტრაგედიიდან ორ კვირაში და გვეთქვა – როგორ გვეცოდებით, ეს რა დაგმართნიათ. ეს არაეთიკური იქნებოდა. ამიტომ, მთელ შემოსავალს, რასაც ხვალინდელი კონცერტიდან ავიღებთ, თბილისის დახმარების ფონდს ჩავურიცხავთ", - თქვა Placebo-ს სოლისტმა ბრაიან მოლკომ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

თბილისი Open Air-ის 5-დღიანი ფესტივალი დღეს ქართველ და უცხოელ მუსიკოსებთან ერთად, ამერიკელ ბეტ ჰარტს უმასპინძლებს. რაც შეეხება Placebo-ს, ქართველი მსმენელის წინაშე ბრიტანული ბენდი ხვალ, 7 ივლისს წარდგება.

13–14 ივნისს თბილისში მომხდარ სტიქიას 19 ადამიანი შეეწირა. სამს ამ დრომდე ეძებენ. 161 ოჯახი დაზარალებულად ითვლება. წყალმა წაიღო გზები და სახლები. ამის გარდა, განადგურდა ზოოპარკი და დაიხრჩო ცხოველთა დიდი ნაწილი.

 

კომენტარები