ცოტა დროის, რამდენიმე საათის განმავლობაში ძალიან დიდი ნალექი იყო. ასეთი უხვი ნალექი ბოლოს როდის იყო დედაქალაქში, მე ნამდვილად არ მახსოვს. პრობლემები გარკვეულ უბნებში შეიქმნა და არა მთელი თბილისის მასშტაბით. პრობლემები იყო გლდანის რაიონში, ასევე, დიდუბეში, ერისთავის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე. აგრეთვე, მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის პანდუსთან არსებულ გზის მონაკვეთზე. ჩვენი შესაბამისი სამსახურები ახლაც მუშაობენ [...] მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის პანდუსთან არსებულ გზის მონაკვეთზე იყო კონკრეტული ადგილები, სადაც სანიაღვრე სისტემები ნაგვით იყო გადავსებული. არ ვიცი, ამდენი ნაგავი საიდან. ასევე, იყო კონკრეტული სანიაღვრე არხები, რომლებიც ჩვეულებრივად ატარებდა. უბრალოდ, იმდენად უხვი ნალექი იყო - ბოლო წლების განმავლობაში მე ასეთი რამ არ მახსოვს.
tbl.ge/6heo
დაკოპირდა

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს. თბილისის მერიის ცნობით, ძლიერმა წვიმამ და ქარმა დედაქალაქს პრობლემები შეუქმნა. მერიის განცხადებით, დაიტბორა ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები. ასევე, წაიქცა ხეები და დაზიანდა ელექტროსადენები.
სოციალურ ქსელში მოქალაქეები არაერთ ვიდეოს ავრცელებენ, სადაც თბილისის დატბორილი ქუჩები ჩანს.
ამავე თემაზე
- ხაბეიშვილი: სანიაღვრე სისტემა ვერ ატარებს, იმიტომ რომ ყველგან კორპუსებს აკვეხებენ
- მძინარაშვილი: თბილისში კი არა, ლონდონშიც წვიმს
- "უხვმა ნალექმა ყველაზე დიდი პრობლემები გლდანის რაიონში შექმნა" – კალაძე
- ნარმანია: ვაკე- საბურთალოს გზაზე მოძრაობა სრულად სექტემბრის ბოლოსთვის აღდგება
- სტიქიით დაზარალებულები სახელმწიფოსგან დახმარების დროულად მიღებას ითხოვენ