სტიქია თბილისში

მძინარაშვილი: თბილისში კი არა, ლონდონშიც წვიმს

თბილისში წვიმა მოვიდაო!.. თბილისში წვიმის მოსვლა ვის გაუგონია?! თბილისში უნდა მოვიდეს... ხოხობი! მოვიდეს რა, - მოფრინდეს! უფრო სწორედ, აფრინდეს! ნუ აფრენთ! თბილისში კი არა, ლონდონში წვიმს! დაჟე! ახლა არ მითხრათ, ლონდონში ასე კი არ დგას წყალი ქუჩაშიო! ჯერ ერთი, დგას! და მეორეც, - ნუ დაყრით ქუჩაში ნაგავს და არ გაიჭედება სანიაღვრეები!

წერს Facebook-ზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი. თბილისის მერიის ცნობით, ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში დაიტბორა ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები. ასევე, წაიქცა ხეები და დაზიანდა ელექტროსადენები. 

კომენტარები