ქვეყანაში მიმდინარეობს ეროვნული ბანკის უარგუმენტო დანაწევრების პროცესი. საუბარია იმ ინსტიტუტზე, რომელიც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასების თანახმად, ძალიან მაღალპროფესიულად ასრულებს საქმიანობას, მათ შორის, განსაკუთრებით, საბანკო ზედამხედველობის სფეროში. ამავდროულად, საუბარია ისეთი ტიპის ცვლილებებზე, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგთან, ასევე, საქართველოს მთავრობის განკარგულებასთან, რომელსაც საქართველოს პრემიერმინისტრი აწერს ხელს და რომელიც შეეხება სწორედ ასოცირების დღის წესრიგის 2015 წლის სამოქმედო გეგმას. ეს ყველაფერი წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ძალიან ღია შეფასებებთან, ბიზნესასოციაციების შეფასებებთან, ექსპერტების შეფასებებთან, გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებთან. და სამწუხაროდ, ამ დრომდე, კანონპროექტის არც ავტორების და არც მათი მხარდამჭერების მხრიდან, თუნდაც მცირე პროფესიული არგუმენტიც კი არ იქნა წარმოდგენილი, თუ რატომ უნდა განხორციელდეს ეს ცვლილება. გარდა ერთისა, რომ ბატონი ქადაგიძე არის მიუღებელი და საჭიროა მისი ნეიტრალიზაცია. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ კატეგორიულად დაუშვებლად მიგვაჩნია პიროვნებების გამო ინსტიტუტების ასეთი ნგრევის პროცესი, რომელსაც ახლა აქვს ადგილი. და მეორე, სწორედ ახლა, დავიწყეთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქადაგიძის ადგილმონაცვლის შერჩევის პროცესი. სულ შვიდი თვე დარჩა ბატონ ქადაგიძეს და, შესაბამისად, კიდევ უფრო დამაფიქრებელი და შემაშფოთებელია, თუ მთლიანობაში ამ პროცესის განხორციელების შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე.
tbl.ge/15hd
დაკოპირდა

ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი თამაზ მეჭიაურის ინიციატივაზე.
ამავე თემაზე
- თუ შემოვა სრულყოფილი წერილობითი მომართვა, განვიხილავთ - სებ-ი იმედის "ბანკზე"
- 2022-23 წლებში სებ-ის 8 თანამშრომელზე გაცემული პრემია დასაბუთებული არ იყო – აუდიტი
- ყაველაშვილმა პარლამენტს სებ-ის საბჭოს წევრობის 4 კანდიდატი წარუდგინა
- Global Finance თურნავას ევროპის ცენტრალურ ბანკირებს შორის ყველაზე დაბალი ქულით აფასებს
- საქართველოსა და კამბოჯის ეროვნული ბანკები დედოლარიზაციის პროცესზე იმუშავებენ




