საქართველოს ეროვნული ბანკი

თუ შემოვა სრულყოფილი წერილობითი მომართვა, განვიხილავთ - სებ-ი იმედის "ბანკზე"

BMG-იმ საქართველოს ეროვნულ ბანკს დასანქცირებული იმედის "ბანკის" შექმნის შესახებ ჰკითხა.

კითხვაზე გასცემენ თუ არა საბანკო ლიცენზიას, სებ-მა უპასუხა, რომ ლიცენზირების პროცესი ეროვნულ ბანკში სალიცენზიო განაცხადის წარდგენით იწყება.

"თუ ეროვნულ ბანკში შემოვა სრულყოფილი წერილობითი მომართვა ახალი ბანკის დაფუძნების თაობაზე, სებ-ი განაცხადს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად განიხილავს." - განაცხადეს ეროვნულ ბანკში.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ სამთავრობო მედიები, TV იმედი და POSTV "რუსული დეზინფორმაციის გავრცელების" გამო დაასანქცირა.

მალევე, 27 თებერვალს, დასანქცირებულმა იმედმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, საკუთარი ბანკის - "იმედის ბანკის" შექმნა დააანონსეს. 

კომენტარები