სტიქია თბილისში

საქართველოში გლოვის დღეა

Irakli Garibashvili Official/Fb.com

საქართველოში დღეს გლოვის დღეა. გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერმინისტრმა კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე გუშინ მიიღო.

სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სახელმწიფო დროშები დაუშვეს პრეზიდენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების შენობებზე.

დღის 12 საათზე საქართველოში ყველა მოქმედ ტაძარში ზარებს დარეკავენ. სიონში კი, სრულიად საქართველს კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისს და სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის. პანაშვიდს ხელისუფლების წევრებიც დაესწრებიან.

თბილისში სტიქიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 20-მდე დაკარგულად ითვლება. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანება 367-მა ადამიანმა მიიღო და ისინი შესაბამის მკურნალობას გადიან.

 

კომენტარები