საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

დეკანოზი ანდრია: გუშინ სამეგრელოში ცხელი ქარი ქროდა, იქნებ ჩვენშია პრობლემა?

როცა ისრაელი აღთქმულ ქვეყანას მიადგა, იმდენად ნაყოფიერი იყო იგი, რომ ყურძნის ერთი მტევანი ორ კაცს მოჰქონდა. (რიცხ. 13:24). ორმოცი წლის შემდეგ შეიყვანა ღმერთმა ებრაელები. დღეს ამ ტერიტორიის ნაწილი ისრაელის სახელმწიფოს უჭირავს. ნაწილობრივ დღესაც ყვავის იგი, ოღონდ ხელოვნურად და, რომ არა ახალი ტექნოლოგიები, უდაბნოდ დარჩებოდა. მიზეზი ამისა ისრაელის ღმრთისადმი ურჩობაა. ფსალმუნში ვკითხულობთ: „დასხნა მდინარენი ოხრად და გამოსავალნი წყალთანი – წყურიელად, ქუეყანაჲ ნაყოფიერი – ბიცად უკეთურებისათვის მკვიდრთა მისთაჲსა" (ფს. 106:33-34). ვერ ესმის ეს გამიწიერებულ გონებას, მაგრამ ასეა – ადამიანი ქმნილებათა გვირგვინი და მეფეა. და, როცა ეცემა ადამიანი, მისი სამკვიდრებელი უნაყოფოდ იქცევა. გუშინ სამეგრელოში ცხელი ქარი ქროდა. საგრძნობლად დაზიანდა თხილნარები. ალაგ-ალაგ მთლიანად ჩამოიბერტყა. დღეს ყველა წუხდა. არცაა გასაკვირი – ჩვენი კუთხის ეკონომიკა ხომ თითქმის მთლიანად თხილს ეყრდნობა. მაგრამ, ვერავისგან გავიგე: იქნებ ჩვენშია პრობლემა, ჩვენს ცოდვებში, ღმრთისადმი ურჩობაში, ჩვენს უკეთურებაში; იქნებ ბუნებაზე საყვედურის ნაცვლად უფლისთვის გვეთხოვა შეწევნა. ძალიან ცუდი ნიშანია, როცა გასაჭირშიც კი არ ახსენებდება ადამიანს ღმერთი

დეკანოზი ანდრია კემულარია facebook-ის პირად გვერდზე

კომენტარები