საქართველოს ეროვნული ბანკი

ქადაგიძე: მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გამოსავალი არ არის

საქართველოს ეროვნული ბანკი

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ეროვნული ბანკის საქმიანობის და მიმდინარე წლის 3 თვის ბიუჯეტის შესრულებაზე ანგარიშს ისმენენ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ წლიური ანგარიშის წარმოდგენისას ლარის კურსზე ისაუბრა და თქვა, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გამოსავალი არ არის.

"როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება არ არის არსებული პრობლემის გასაღები და ეროვნულ ბანკში არ დევს ამ გამოწვევების გასაღები, ზუსტად ამას ვგულისხმობთ, რომ გასაღები არის მეორე თაობის რეფორმებში, ფულის შემოდინების არხების კომპენსირებასა და საგადამხდელო ბალანსის აღდგენაში. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით კურსის თუნდაც რამდენიმე თვით რამდენიმე პუნქტით გამყარება ნიშნავს ეკონომიკის რეცესიაში გადაყვანას იმიტომ, რომ ჩვენ ისედაც, სარეზერვო ფულადი აგრეგატები გვაქვს დაყვანილი ნოლზე", - განცხადა გიორგი ქადაგიძემ.

მოსმენა ორ საათზე მეტია გრძელდება. სხდომის დასრულების შემდეგ კომიტეტმა ეროვნული ბანკის საქმიანობის შესახებ დასკვნა უნდა მოამზადოს. მოხსენებას ფინანსთა მინისტრის მოადგილეც ესწრება.

კომენტარები