მიხეილ სააკაშვილის საქმე

ზაქარეიშვილი: სხვა ქვეყნებთან სააკაშვილზე პრეტენზიები ყოველთვის გვექნება

ცალსახაა, რომ ჩვენ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ყოველთვის გვექნება პრეტენზიები, მათ შორის ჩვენს მეგობარ ქვეყნებთანაც კი. სააკაშვილი ვერასდროს ვერ გააფუჭებს ურთიერთობებს საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის, მაგრამ ამ სხვა ქვეყნებმა უნდა იცოდნენ, რომ სააკაშვილი არასდროს არ გადავა მეორე პლანზე და ყოველთვის გვექნება ჩვენ პრეტენზიები, რომ ასე არის საკითხი, რომელიც აუცილებლად ჩრდილს მიაყენებს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობებს.

განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა. ცნობისთვის, მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ დღეს თქვა, რომ პროკურატურა ამ დრომდე ელოდება ინტერპოლის პასუხს და მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის დაწყების სურვილი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა.

კომენტარები