ჩვენ საქმე გვაქვს ბიძინა ივანიშვილის მანიაკალურ სურვილთან, დაიჭიროს პრეზიდენტი სააკაშვილი. თუ რამის დაჭერა უნდათ, დაიჭირონ ლარის კურსი. მე ვფიქრობ, რომ აქ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გარდა, სხვა ფაქტორი უბრალოდ არ არსებობს იმიტომ, რომ კულტურულ, თანამედროვე და ნორმალურ ქვეყანაში ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლება შეიძლება ცხოვრობდნენ მაგალითად ერთ სასტუმროში.
tbl.ge/p7k
დაკოპირდა

განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა. ცნობისთვის, მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ დღეს თქვა, რომ პროკურატურა ამ დრომდე ელოდება ინტერპოლის პასუხს და მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის დაწყების სურვილი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა.
ამავე თემაზე
- სააკაშვილი უკრაინის პოლიციაზე: ჩვენს მხარეს არიან, იცინიან, როცა ვხუმრობ
- წულუკიანი: კონტროლს ექვემდებარება, რა მიზნით იყენებს პრეზიდენტი შეწყალების უფლებას
- პროკურორი: ეტყობა, პრეზიდენტი წუხს, ოდესმე ვინმეს მასთანაც არ გაუჩნდეს კითხვები
- სააკაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა
- პროკურორი: შეწყალების უფლება არ ნიშნავს მის ისე გამოყენებას, როგორც მოისურვებენ