გიგი უგულავას საქმე

ცისკარიშვილი: უგულავა ტყვეობაშია, რადგან სოლოლაკში ერთ ადამიანს ასე უნდა

ეს არის ტყვეობა და ეს უბრალოდ გამოგონილი სიტყვა არ არის. ის ანტიკონსტიტუციურად იმყოფება უკანონო პატიმრობაში, ტყვეობაში... ცხრათვიანი ვადა გავიდა, ყველანაირი ვადები ამოიწურა, პირს მისჯილი არ აქვს, მაგრამ ის მაინც წინასწარი დაკავების საკანშია, საპყრობილეშია, იმიტომ რომ სოლოლაკში მოკალათებულ ერთ ადამიანს ასე უნდა.

განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას პატიმრობაში დატოვებაზე.

კომენტარები