სამთავრობო ცვლილებები

ტყემალაძე: ეტყობა, პრეზიდენტი ნაწყენია და პირადულში გადავიდა

ახალგაზრდა კაცია და როგორც ეტყობა, რაღაც გარკვეული წყენა აქვს, ალბათ, და ამიტომ, რაღაც გამოჯიბრების ვარიანტს ვხედავ, ბუნებრივია ამაში. მას არც კანონი არ დაურღვევია, არც კონსტიტუცია დაურღვევია.. რაღაც პირადულში გადავიდა, როგორც ეტყობა... არა უშავს... პრეზიდენტი არ უნდა გადადიოდეს პირადულში.

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე. გიორგი მარგველაშვილმა პრემიერმინისტრის მიერ წარდგენილ მთავრობის ახალ შემადგენლობაზე ხელმოწერა ერთი კვირით გადადო.

კომენტარები