მიხეილ სააკაშვილის საქმე

შოთაძე: აზერბაიჯანს სააკაშვილის დაკავება მოვთხოვეთ, თუმცა, პასუხი არ მიგვიღია

ირაკლი შოთაძე
pog.gov.ge

მთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ქართულმა მხარემ აზერბაიჯანის პროკურატურას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავება და ექსტრადირება მოსთხოვა, თუმცა, პასუხი არ მიუღია.

"გაგზავნილია შესაბამისი მოთხოვნა ექსპრეზიდენტის დაკავების და ექსტრადირების შესახებ, რისი საფუძველიც არის აზერბაიჯანსა და ჩვენს პროკურატურებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატი. თუმცა ჯერჯერობით აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურისგან პასუხი არ მიგვიღია. პასუხთან დაკავშირებით დრო და ვადა განსაზღვრული არ არის. მოთხოვნა გაგზავნილია, თუმცა, როგორც ჩანს, შესაბამისი რეაგირება არ მოუხდენიათ", - განაცხადა შოთაძემ.

ტაბულას კითხვას, ნიშნავს თუ არა რეაგირების არარსებობა უარს აზერბაიჯანის მხრიდან, ირაკლი შოთაძემ უპასუხა, რომ უარზე ლაპარაკი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ საქართველოს პროკურატურა ოფიციალურ წერილს მიიღებს. მისი თქმით, ჯერ არც უარის და არც თანხმობის შესახებ აზერბაიჯანის პროკურატურიდან წერილი არ მოსულა.

haqqin.az-ის ცნობით, აზერბაიჯანის პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ექსპრეზიდენტის დაკავებასა და საქართველოში ექსტრადირებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

კომენტარები