ტერორიზმი

ISIS-მა ლიბიაში ესპანეთის საელჩოსთან ტერორისტული აქტი მოაწყო

www.frontpagemag.com

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლში, ესპანეთის საელჩოსთან აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა საელჩოს შენობა. ასაფეთქებელი მოწყობილობა შენობის ღობესთან იყო განთავსებული. 

მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა აიღეს. ამის შესახებ მათ twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერეს.

კომენტარები