თეორემა

როგორი კანონები გვჭირდება ისლამურ ტეორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად

პანკისიდან 2-3 ადამიანის წასვლაზე სკანდალს ნუ შექმნით - ასე უპასუხა გუშინ პრემიერმა ღარიბაშვილმა პანკისის ხეობიდან სირიაში წასულ მებრძოლებზე კითხვას.

პრემიერის მოწოდების მიუხედავად, რთულია ამ თემისთვის ყურადღების არმიქცევა, რადგან არასრულწლოვანმა მუსლიმ კუშტანაშვილმა მეურვის ნებართვის გარეშე დატოვა საქართველოს საზღვარი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მესაზღვრეს ან გამორჩა ან სპეციალურად არ შეამჩნია კუშტანაშვილის დაბადების წელი. შინაგან საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც არასრულწლოვანი საზღვარზე გაუშვა, უკვე გამოვლენილია და მას გენერალური ინსპექცია დასჯის. ფაქტია, რომ პანკისიდან ახლო აღმოსავლეთში საბრძოლველად უკვე წლებია მიდიან. ფაქტია, რომ პრემიერი ღარიბაშვილი წელიწადზე მეტია რაც ამტკიცებს, რომ მთავრობა ამის აღსაკვეთად ყველაფერს აკეთებს. ფაქტია, რომ მუსლიმ კუშტანაშვილი მეგობართან ერთად საზღვარზე უპრობლემოდ გადავიდა. რას აკეთებს და რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ ამ ყველაფრის აღსაკვეთად?!

ამერიკული და ევროპული სპეცსამსახურები უკვე წლებია, რაც კოორდინირებულად ებრძვიან ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მხრიდან მებრძოლების რეკრუტირებას - დასავლური სამყაროს უკვე მრავალ ქვეყანაში შეიმუშავეს კანონმდებლობა, რომლითაც საკუთარ მოქალაქეებს რომლებიც ტერორისტულ ორგანიზაციებს ეხმარებიან მოქალაქეობის წართმევა და ქონების კონფისკაცია ელით.

კანონმდებლობის გამკაცრებაზე საქართველოს მთავრობაც მუშაობს - თუმცა პრობლემის მასშტაბურობიდან და უკვე მიღებული ზარალიდან გამომდინარე, ეს პროცესი დაგვიანებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ.

უნდა გაითვალისწინოს თუ არა საქართველომ ევროპული და ამერიკული გამოცდილება ტერორისტულ ორგანიზაციებთან საბრძოლველად - სტუმარი იურისტი იაგო ხვიჩია.

კომენტარები