ტერორიზმი

ხვიჩია: ქვეყნისთვის მთავარი ამოცანა კანონმდებლობის სრულყოფილად ამოქმედებაა

თეორემა/ტაბულა

იურისტ იაგო ხვიჩიას განცხადებით, სახელმწიფოსთვის მტავარი ამოცანა არა კანონმდებლობის კიდევ უფრო გამკაცრება, არამედ კანონის სრულყოფილად ამოქმედებაა. ამის შესახებ ხვიჩიამ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში განაცხადა.

"მთავარი ამოცანა სახელმწფოსთვის არ არის კანონდმებლობის კიდევ უფრო გამკაცრება, მთავარი ამოცანა არის არსებული კანონი სრულყოფილად ამოქმედება. ჩვენს დღევანდელ კანონმდებლობაში ყველა ის აუცილებელი მუხლი გვაქვს, რომელიც გამოგვადგება ტერორიზმთან საბრძოლველად. შევიდეს ახალი ცვლილებებიც, კი ბატონო, შესაძლებელია აქ ტერორიზმის ნაწილში არაფერი პრობლემა არ იყოს, იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით მე მექნებოდა რამდენიმე შენიშვნა, მაგრამ კანონმდებლობაში საკმარისი ნორმები ისედაც არის, თუ ვინმეს უნდა ტერორიზმთან ხელჩართული ბრძოლა, გამოაცხადებს", - განაცხადა ხვიჩიამ

ხვიჩიას თქმით, საქართველოს კანონმდებლობაში ყველა ის მუხლი არსებობს, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლისთვის არის გამოსადეგი და ამდენად, კანონების სახელდახელოდ დაწერის საჭიროება არ არსებობს. 

"ტერორიზმი იმდენად ახალი დაავადება არ არის თანამედროვე სამყაროსთვის, რომ ჩვენ დღეს სახელდახელოდ უნდა ვქმნიდეთ ამისთვის კანონებს. გასაგებია, რომ შესაძლებელია კონკრეტული ტერორიზმის კონკრეტულმა ფაზამ ან კონრკეტულმა გამოვლინებამ რაღაც ახალი საჭიროებები გვაჩვენოს, მაგრამ არა ისე, რომ სახელდახელოდ დავწეროთ კანონები. არც ერთი ქვეყანა არ არის დღეს მსოფლიოში ისე, რომ დღეს სახელდახელოდ წერდეს კანონებს ტერორიზმთან საბძოლველად.

ამიტომ, გარკვეული ტიპის აუცილებელი ნორმები მასთან საბრძოლველად ისედაც არის კანონმდებლობაში, მათ შორის ჩვენს კანონმდებლობაში. გასაგებია, რომ საქართველოს სახელმწიფო ცდილობს, შეიტანოს გარკვეული ტიპის სიახლეები ამ კანონმდებლობაში, მაგრამ მე ხელთ მიჭირავს პროექტი, რომელიც წარმდგენილია საქართველოს პარლამენტში ამ მიზნით, თუმცა რომ გითხრათ, რომ აქ რაიმე ახალი არის წარმოდგენილი, რომელსაც ჩვენ აქამდე ვერ ვიპოვიდით სისხლის სამართლის კოდექსში, ასე არ არის", - განაცხადა ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩია მტკიცების ტვირთის შეცვლის საკითხსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ასეთი ცვლილება რეკომენდირებული არ არის, რამდენადაც შეუძლებელია, ადამიანმა ამტკიცოს ის, რაც მას არ ჩაუდენია.  

"რაც შეეხება იმ შეკითხვას მტკიცების ტვირთი უნდა შეიცვალოს თუ არა, მე ამას არ დავეთანხმებოდი, შეუძლებელია ვამტკიცო ისეთი რამე, რაც მე არ ჩამიდენია. მაგალითად, შეუძლებელია ვამტკიცო, რომ მე ადამიანი არ მომიკლავს მთელი ცხოვრების მანძილზე, ეს უნდა დაამტკიცოს სახელმწიფომ, რომ მე ვიღაცა მოვკალი. სხვანაირად ეს არ გამოვა, ასევე ის რომ მე ვიღაცის გადაბირებას არ ვახდენ, ამის დამტკიცება ჩემთვის გაცილებით რთულია, ვიდრე სახელმწიფოსთვის იმის დამტკიცება, რომ მე ვიღაცის გადაბირებას ვახდენ.

მე უფრო მეტსაც გეტყვით, იმ ადამიანების დაკავება, რომლებიც  აქამდე ახორციელებდნენ ე.წ. რეკრუტირებას, გადაბირებას, მონაწილეობენ ტერორისტულ საქმიანობაში,  ყველას დაპატიმრება საკმაოდ ხანგრძილივი ვადით, იმ ვადით რომ მათ გაუქრეთ ეს სურვილი ან ყოველ შემთხვევაში გადაიდოს ამ სურვილის განხორციელების მცდელობა 10-15 წლით, საქართველოს კანონმდებლობაში ისედაც გვაქვს", - განაცხადა ხვიჩიამ.

კომენტარები