აღდგომის დღესასწაული

აღდგომას უფასო იქნება მეტრო, ასევე ავტობუსები სასაფლაოზე მისასვლელად

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მეტროპოლიტენი კვირას დილის 4 საათამდე იმუშვებს და მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

კვირას და ორშაბათს სასაფლაოებზე მისასვლელად კი, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მოსახლეობას სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტი ასევე უფასოდ მოემსახურება.

მეტრო დიდუბიდან ავტობუსები მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის მიმართულებით იმოძრავებს, სადგურის მოედნიდან და მარჯანიშვილის მეტროდან კუკიისა და მახათას მთის, მეტრო ვარკეთილიდან ვარკეთილის სასაფლაოს, მეტრო სარაჯიშვილიდან კი, თბილისის ზღვის მიმართულებით.

კომენტარები