აღდგომის დღესასწაული

ეპისკოპოსი გრიგოლი: ვიდრე უბედურება ტრიალებს, საგანგებო რეჟიმში აღვასრულებთ ღვთისმსახურებას

ვულოცავ თითოეულ ადამიანს ამ დიდებული დღის დადგომას და ნურავინ იქნება გულდაწყვეტილი, რადგან ეს არის დღესასწაული, რომელიც გარდაემატება ნებისმიერ განსაცდელს. არაფერს არ შეუძლია ამ დღის დაკნინება. ყველაზე მძიმე და მტკივნეული ჩვენთვის არის, როდესაც ხალხთან ერთად არ ვართ ამ წუთებში. მაგრამ ეს ისევ ჩვენი ხალხის გამო კეთდება... ვიდრე ეს უბედურება ტრიალებს სამყაროს თავზე და ვიდრე ჩვენი ექიმები გვირჩევენ მოფრთხილებას და ერთმანეთისგან დისტანცირებას, მანამდე ჩვენ საგანგებო რეჟიმში აღვასრულებთ ღვთისმსახურებას და ტაძრის გარეთ იქნება მრევლი ძირითადად. ვინც მომსვლელი იქნება, რა თქმა უნდა, ვინც ვერ მოვა იმათ ჩვენ შევეწევით სულიერად... ჩვენ ცალცალკე არ ვილოცებთ, ჩვენ ყველა ერთად ვილოცებთ. 

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლი

კომენტარები