აღდგომის დღესასწაული

კალაძე: პრინციპულად მნიშნველოვანია, დავიცვათ ერთმანეთი ამ რთულ და მძიმე ვითარებაში

მინდა ყველას მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ქრისტე აღდგა! გილოცავთ! მინდა, თითოეულ ადამიანს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ გულისხმიერებისათვის, იმ მოთხოვნების გათვალისწინებისთვის, რაზეც ჩვენ გვიწევს საუბარი ბოლო დღეების განმავლობაში, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი პრინციპულად მნიშნველოვანია ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მშობლებისთვის, ჩვენთვის, ერთმანეთისთვის, რომ გავუფრთხილდეთ და დავიცვათ ერთმანეთი ამ რთულ და მძიმე ვითარებაში.

ჩვენ ვხედავთ, თუ რამდენად რთული სიტუაციაა მსოფლიოში. სამწუხაროდ, მეოთხე გარდაცვლილი გვყავს. მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და კიდევ ერთხელ გთხოვოთ ყველას - მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ვიზრუნოთ ერთმანეთზე, ერთმანეთის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე. დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენ გავითვალისწინებთ და შევასრულებთ მოთხოვნებს, ძალიან მალე გამარჯვებულები გამოვალთ ამ რთული და მძიმე ვითარებიდან და ყველაზე მთავარი, ნაკლები დანაკარგით. კიდევ ერთხელ მინდა, ყველას მთელი გულით, მთელი ჩემი ოჯახის სახელით მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ქრისტე აღდგა! გილოცავთ ყველას დიდი სიყვარულით.

თბილისის მერი, კახა კალაძე

კომენტარები