ტერორიზმი

ალ-ყაიდას მებრძოლები იემენის ციხეში შეიჭრნენ და ასობით პატიმარი გაათავისუფლეს

Reuters

ალ-ყაიდას მებრძოლები იემენის ციხეში შეიჭრნენ და, სულ მცირე, 270 პატიმარი გაათავისუფლეს, რომელთაგან, სავარაუდოდ, 2/3-ს ალ-ყაიდასთან კავშირი აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ოფიციალური პირების ცნობით, ალ-ყაიდას მაღალი რანგის პირი, ხალედ ბათარფი, გათავისუფლებულ პატიმართა შორისაა.

რამდენიმე ათეულმა შეიარაღებულმა პირმა სახელმწიფო დაწესებულებები, მათ შორის, ქალაქის ცენტრალური ციხე, ცენტრალური ბანკი და რადიოსადგური დაიკავა.

ტერორისტებთან დაპირისპირებაში ქვეყნის სამხედრო ძალები ჩაებნენ. შეტაკებების შედეგად, ალ-ყაიდას მებრძოლთა უმრავლესობა დაიღუპა.

კომენტარები