აჭარის უმაღლესი საბჭო

აჭარის უმაღლესმა საბჭომ ვიცესპიკერი დავით ბაციკაძე გადააყენა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცესპიკერი დავით ბაციკაძე უმაღლესმა საბჭომ თანამდებობიდან გადააყენა. საკითხის ინიციატორი ნაციონალური მოძრაობა იყო. გადაწყვეტილებას მხარი ნაციონალური მოძრაობიდან რვა დეპუტატმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა მედეა ვასაძემ და ქართული ოცნების ორმა წევრმა - ჯემალ ფუტკარაძემ და სვეტლანა კუდბამ დაუჭირეს.

მანამდე დეპუტატებმა, ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით, ასევე 11 ხმით აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიტიშვილი გადააყენეს.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ თავისუფალ დემოკრატებს. რამდენიმე დღის წინ, ურმავლესობიდან მედეა ვასაძის გასვლის შემდეგ, აჭარის უმაღლესი საბჭოში ქართულმა ოცნებამ უმრავლესობა დაკარგა.  

კომენტარები