აჭარის უმაღლესი საბჭო

დეპუტატი აჭარის უმაღლესი საბჭოს ერთპარტიულ სხდომაზე: მივესალმები ამხანაგებს

მივესალმები დარბაზში მსხდომ ამხანაგებს, გილოცავთ ახალი უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის დაწყებას...

ასე მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მე-5 მოწვევის უმაღლეს საბჭოს უხუცესმა დეპუტატმა, დავით თედორაძემ. მე-5 მოწვევის საბჭოს პირველი სხდომა დღეს, 15 დეკემბერს ერთპარტიულად გაიმართა, რადგან ოპოზიციამ პარლამენტის მსგავსად, საბჭოსაც ბოიკოტი გამოუცხადა.

კომენტარები