აჭარის უმაღლესი საბჭო

აჭარის უმაღლეს საბჭოში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

აჭარის უმაღლეს საბჭოში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც სხდომაზე ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილებოდა.

ენმ-ს დეპუტატმა, ელგუჯა ბაგრატიონმა ქართული ოცნების მიერ წარდგენილი ბიუჯეტი შევარდნაძის დროინდელ ბიუჯეტს შეადარა, რასაც შემდეგ ფიზიკურიდაპირისპირება მოჰყვა.

"დაპირისპირება მოჰყვა იმ შეფასებებს, რაც ეხებოდა შევარდნაძის სეკვესტრირებულ ბიუჯეტს. 28 მილიონით შეამცირეთ ბიუჯეტი. ამაზე არგუმენტები რომ არ ჰქონდათ, პასუხი იყო მარტივი. სიტყვიერი შეურაცხყოფა, რასაც, სამწუხაროდ, ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა". – ამბობს ენმ-ის დეპუტატი, ლევან ანთაძე.

მომხდარის შეფასებისას საბჭოს თავჯდომარის მოადგილემ, ტიტე აროშიძემ, თქვა, რომ როდესაც ოპოზიცია "სიცრუეს" გაავრცელებს, მათ შესაძლოა ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"იქ, სადაც თავიანთი სიცრუის მოხვევას დაიწყებენ თავზე, აუცილებლად მიიღებენ პასუხს, არა მუშტით, თუმცა, თუ საჭიროა, ამასაც მიიღებენ. მიიღებენ ყოველთვის იმ პასუხს, რაც ჩვენ არგუმენტებად გვაქვს. არ გაჭრა არგუმენტებმა და შემდეგ გადავიდნენ ფიზიკურ დაპირისპირებაზე და ფიზიკური დაპირისპირება უკვე მორევაზეა და როგორც ყველა სხვა საკითხში, აქაც ჩასვრილები არიან". – თქვა აროშიძემ.

 

კომენტარები