დიდება ღმერთს, რომ დღეს სესიას,საპატიო მიზეზის გამო ვერ დავესწარი... დედის საფლავს გეფიცები, "სირცხვილის კორიდორი" არც გაბედოთ, თორემ თავებს დაგიტეხთ, თუნდაც მანდატის დატოვება მომიწიოს. არ ცხოვრობ ისე, რომ ეგ მაკადროთ!!! მომავალ შეხვედრამდე და უნამუსოები ხართ
აჭარის უმაღლესი საბჭო
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი აქტივისტებს: თავებს დაგიტეხთ, სირცხვილის კორიდორი არც გაბედოთ
tbl.ge/4f8p
დაკოპირდა
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მერაბ ბლადაძე ბათუმის მერიასთან შეკრებილ აქტივისტებს "თავის გატეხვით" ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ ისინი სირცხვილის კორიდორის მოწყობას "გაბედავენ". ბათუმის მერიასთან აქცია დღეს მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა გამართეს, რომელსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებიც შეუერთდნენ. ბლადაძე საბჭოში პატრიოტთა ალიანსს წარმოადგენს.
ამავე თემაზე
- ხაბეიშვილი დეპუტატების დაპირისპირებაზე: ანთაძეს და ბაგრატიონს ტურებივით დაესივნენ
- აჭარის უმაღლეს საბჭოში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
- დეპუტატი აჭარის უმაღლესი საბჭოს ერთპარტიულ სხდომაზე: მივესალმები ამხანაგებს
- აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დავით გაბაიძე აირჩიეს
- მედეა ვასაძე: დეპუტატ სვეტლანა კუდბაზე ძალიან მძიმე ზეწოლა განხორციელდა