საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პაკისტანში, სამხედრო სკოლაში განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და პაკისტანელ ხალხს უსამძიმრებს.
"უმკაცრესად ვგმობთ 2014 წლის 16 დეკემბერს პაკისტანის ქ. პეშავარში, სამხედრო საჯარო სკოლაში განხორციელებულ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომელსაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის, მათ შორის 130-ზე მეტი სკოლის მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩვენ შეძრწუნებულნი ვართ ტრაგედიის მასშტაბით და ტერორისტთა მხრიდან ჩადენილი ბარბაროსობით, რაც წარმოადგენს უმძიმეს დანაშაულს მთლიანად ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ. ამ მძიმე წუთებში, ჩვენ ვდგავართ პაკისტანელი ხალხის გვერდში და ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.





