ტერორიზმი

თალიბანის თავდასხმის შედეგად პაკისტანში სკოლის 80-ზე მეტი მოსწავლე დაიღუპა

AP

100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 84 მოსწავლე დაიღუპა პაკისტანის პროვინცია პეშავარში მდებარე სამხედრო სკოლაზე თალიბანის თავდასხმის შედეგად. სამხედროების ცნობით, ხუთმა ან ექვსმა სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა ტერორისტმა სკოლის ტერიტორიაზე შეაღწია. ისინი შენობაში შევარდნენ და ცეცხლი გახსნეს. სკოლას ალყა სამხედროებმა შემოარტყეს.

ხელისუფლების ცნობით, სკოლიდან 500-ზე მეტი მოსწავლე ევაკუირებულია. თალიბანის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს თავდასხმა პასუხია პაკისტანის არმიის ქმედებებზე ჩრდილო ვაზირისტანსა და პროვინცია ჰიბერში.

კომენტარები