ლარის კურსის ვარდნა

ხადური: ძალიან დიდი ალბათობით ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დაიწევს

ნოდარ ხადური
facebook.com/mofgeorgia

ძალიან დიდი ალბათობით ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დაიწევს, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა.

 მისი თქმით, პროგნოზების გაკეთება მკითხაობა იქნება, თუმცა ლარის კურსი დასტაბილურდა.

"პროგნოზების გაკეთება არ შეიძლება, რადგან ეს იქნება მკითხაობა და არა საქმეზე რეალური ლაპარაკი. შაბათ-კვირამ აჩვენა, რომ ლარის კურსი დასტაბილურდა და ერთი რაც შემიძლია ვთქვა, ძალიან დიდი ალბათობით კურსი დაიწევს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

კომენტარები