ლარის კურსის ვარდნა

ჯაფარიძე: ბიუჯეტი ვერ შესრულდება

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის აზრით, 2014 წლის ბიუჯეტი ვერ შესრულდება.

„გაღრვევა იქნება ყველა შემთხვევაში, შეუძლებელია მთავრობამ, 1,4 მილიარდი დახარჯოს ბოლ ერთ თვეში, ეს წარმოუდგენელია. ბიუჯეტი ყველა შემთხვევაში გაირღვევა როგორც შემოსულობების, ისე გადასახდელების ნაწილში“,  - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია იმედის გადაცემა რეაქციაში განაცხადა.  

ჯაფარიძის აზრით, ლარის გაუფასურების შედეგების გამოსწორება ვეღარ მოხდება. „სამწუხაროდ, ის, რაც მოხდა, გამოსწორების გზა აღარ არსებობს, იმას, რომ პენსიონერს აღარ ჰყოფნის პენსია, აღარ ეშველება. ვისაც კრედიტი დოლარში აქვს გამოტანილი და ყოველთვიურად უწევს მეტი თანხის დაბრუნება ბანკში, ამსაც, სამწუხაროდ, არაფერი შეშველება“.

ჯაფარიძის განცხადებით, იმპორტი გაძვირდება დოლარის კურსის ზრდის გამო.   ამან შესაძლოა არ გამოიწვიოს ინფლაციის ზოგადი დონის მატება, მაგრამ, სურსათზე და მედიკამენტებზე ფასები უკვე იზრდება.

ჯაფარიძის თქმით, შექმნილ სიტუაციაში ეროვნული ბანკი უნდა შეეცადოს ლარის კურსის ვარდნის ტემპი მაქსიმალურად შეანელოს.

დეპუტატის განცხადებთ, გრძელვადიან პერსპექტივაში, მისი თქმით, თუ არ ეკონომიკური პოლიტიკა არ გამოსწორდა და ქვეყანა არ დაადგა  ეკონომიკური ზრდის გზას, მსგავსი  პრობლემები კიდევ იქნება და ქვეყნის წინაშე სხვა პრობლემებიც დადგება. 

კომენტარები