აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

ჯაფარიძე სახ.დეპ-ის განცხადებაზე: ქალბატონი ფსაკი, არა? თქვენც გეცინებათ..

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ჯენ ფსაკის განცხადებები ღიმილისმომგვრელია. ჯაფარიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, "საქართველოში მიმდინარე მოვლენები ევროინტეგრაციას გამოწვევებს უქმნის". ჯაფარიძის თქმით, ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნების დაკავებების დრამატიზება არ უნდა ხდებოდეს, რადგან, მისი თქმით, ეს ყველგან ხდება.

"ქალბატონი ფსაკი, არა? მისი განცხადებები ყოველთვის რაღაც ღიმილით.. თქვენც გეცინებათ... მე ახლა ხვალ მივემგზავრები აშშ-ში, ეს ვიზიტი წინასწარ იყო დაგეგმილი. მექნება ბევრი შეხვედრა. ქალბატონ ფსაკის ვერ შევხვდები, ალბათ, დაკავებულია. არ მგონია, რომ დრამატიზება უნდა ხდებოდეს. გუშინ გითხარით კიდევაც, პარლამენტის თავმჯდომარემაც აღნიშნა, არ არის სასიამოვნო ის მოვლენები და ის ფაქტი, რაც ხდება, ნებისმიერი ადამიანის დაკავება იქნება თუ დაპატიმრება, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება, ეს ხდება ამერიკაშიც, სხვა ქვეყანაშიც", - განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები