აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

ბერძენიშვილი: არ მეგულება არცერთი დეპუტატი, ვინც ევროპული კურსიდან გადაუხვია

ლევან ბერძენიშვილი
ლევან ხერხეულიძე / ლიბერალი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, შესაძლოა, ვინმეს გაუჩნდეს ეჭვი, რომ საქართველომ ევროპული კურსიდან გადაუხვია, მაგრამ "ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ეჭვი გავაქარწყლოთ". ბერძენიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, "საქართველოში მიმდინარე მოვლენები ევროინტეგრაციას გამოწვევებს უქმნის". ბერძენიშვილის თქმით, არ ეგულება დეპუტატი, ვინც ევროპული კურსიდან გადაუხვია.

"შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი საგარეო კურსს. აქ არ არის არცერთი განსხვავება. არც ოპოზიციაში და უმრავლესობაში არ მეგულება არცერთი პარლამენტარი, ვინც ევროპული კურსიდან გადაუხვია. გაუგებარია, სად უნდა გადავუხვიოთ ამ კურსიდან, იმიტომ, რომ მეზობელი ქვეყანა ისე იქცევა, ძალიან რომ უნდოდეს ვინმეს, მე მგონი, დღეს ვერავინ გაბედავს მასთან განსაკუთრებულ მეგობრობას", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

კომენტარები