სტიქია

სტიქიის შედეგად პარალიზებულია ჩხოროწყუ-ზუგდიდის ცენტრალური მაგისტრალი

მდინარე ხობისწყალი
mychkhorotskhu.blogspot.com

სამეგრელოში სტიქიის შედეგად პარალიზებულია ჩხოროწყ-ზუგდიდის ცენტრალური მაგისტრალი. სტიქიის მიზეზი ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე ხობისწყალია. 

სტიქიის შედეგად დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძებიც, რის გამოც რეგიონის რამდენიმე სოფელს შეწყვეტილი აქვს ელექტროენერგიის მიწოდება. წყალდიდობის შედეგად განადგურებულია სიმინდი და ხეხილი. 

რეგიონში საგანგებო რეჟიმში მუშაობს გამგეობა და პოლიცია. 

 

კომენტარები