ძლიერმა წვიმამ რამდენიმე ქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანება და საცხოვრებელი სახლების დატბორვა გამოიწვია.
გორში სტიქიის გამო დაიტბორა სახლები და ქუჩები. ადგილობრივების თქმით, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემა მძიმე მდგომარეობაშია.
ოზურგეთში დაიტბორა ქალაქის ქუჩები, ადგილობრივ მოსახლეობას დაუზიანდა სახლები.
სტიქია იყო ლაგოდეხშიც - დაზიანებულია სახლების სახურავები და ნათესები.
ადგილზე მუშაობდნენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.