სტიქია

მდინარე მაჭახელა ადიდდა, დაზიანდა ინფრასტრუქტურა და სახლები - ხელვაჩაურის მერია

ხელვაჩაურის მერიის განცხადებით, მდინარე მაჭახელას ადიდების შედეგად დაზიანდა სარესტორნო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

"ამინდის მკვეთრი გაუარესების შედეგად, მდინარე მაჭახელა ადიდდა და გადმოვიდა კალაპოტიდან. დაზიანდა ახლომდებარე სარესტორნო ინფრასტრუქტურა და დატბორილია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.

ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

ხელვაჩაურის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან. ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები." - წერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია.

კომენტარები