გავრცელებული ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე მეწყერი ჩამოწვა.
ტაბულასთან საუბრისას საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თქვა, რომ რიკოთის საგზაო მონაკვეთი ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოწოლილი ტალახის გამო დროებით დაკეტილი იყო.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ახლა გზა ტალახისგან გაწმენდილია და გახსნილია.