ყაზტრანსგაზ-თბილისი

7 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე ქუჩას გაზის მიწოდება შეეზღუდება

7 ოქტომბერს 07:00 საათიდან გაზის მიწოდება ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგისა და ნუცუბიძის ქუჩების დასაწყისს და მათ მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.

გაზის მიწოდების შეფერხების მიზეზი კომპანია ყაზტრანსგაზ თბილისის მიერ წარმოებული სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

გაითიშება დაახლოებით 7000 აბონენტი, კერძოდ, ყაზბეგის გამზირის 2-24, 13, 17, 19, საბურთალოს ქუჩის 57-67, ვაჟა-ფშაველას გამზირის 37, 39, 14-38, ვაჟა-ფშაველას  შესახვევის 3, 5, ნუცუბიძის ქუჩის 2 დან-50 -მდე და 1-დან 57-მდე, ასათიანის, ზაქარიაძის ქუჩის კორპუსები, ტაშკენტის ქუჩის 10ა, 17, მიცკევიჩის  ქუჩის 27, 29, საირმის, შმიდტის, მიცკევიჩისა და ტაშკენტის ქუჩების კუთხეში მდებარე საცხოვრებელი კორპუსები.

გაზის მიწოდება შეუწყდება ზემოთ მითითებულ  ტერიტორიაზე განთავსებულ საკვებ და კომერციულ ობიექტებსაც. მათ შორის, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე რესპუბლიკურ საავადმყოფოს, სამედიცინო უნივერსიტეტს, №64 საჯარო სკოლას, ყაზბეგის გამზირზე მდებარე  ინფექციურ საავადმყოფოს, პროკრედიტ ბანკის ცენტრალურ ოფისს და საბურთალოს ქუჩაზე მდებარე სასტუმრო ბატესტას.

გაზის მიწოდება  ეტაპობრივად, სამუშაოს დასრულებისთანავე, დღის პირველ ნახევარში აღდგება.

კომენტარები