ყაზტრანსგაზ-თბილისი

ყაზტრანსგაზი: გასულ კვირაში CO-თი ადამიანები, მათ შორის ბავშვები 10-მდე ბინაში მოიწამლნენ

ყაზტრანსგაზი

გასულ კვირაში CO-თი ათამდე ბინის მეპატრონე, მათ შორის ბავშვები მოიწამლნენ. 

ყაზტრანსგაზ-თბილისი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ღია კამერიანი გაზის დანადგარები სიცოცხლისთვის საშიშია. 

ყაზტრანსგაზი ასევე ავრცელებს ვიდეო მასალას, რომელიც სამგორის რაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაშია გადაღებული. ოჯახი წყლის ღია კამერიან, აკრძალულ გამაცხელებელს მოიხმარდნენ. კადრებში ჩანს საკვამლე მილი, რომელშიც ჩიტის ბუდეა გაკეთებული. ყაზტრანსგაზ-თბილისის განცხადებით, ოჯახის წევრები სასწაულად გადაურჩნენ CO-ს ინტოქსიკაციას, რაც საშიშია ჯანმრთელობისთვის და კლავს.

შემოწმებისას ყაზტრანსგაზ-თბილისის სპეციალისტებმა აკრძალული წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს და ბინის მფლობელი გააფრთხილეს, რომ სასწრაფოდ ჩაანაცვლოს საშიში დანადგარი, დახურული წვის კამერიანი წყალგამაცხელებლით.

ასევე, კომპანიის განცხადებით, გასულ კვირაში თბილისში CO-თი ათამდე ადამიანი მოიწამლა. ყველა მათგანი აკრძალულ და საშიშ ღია კამერიან გაზგამათბობელს ან წყალგამაცხელებელს მოიხმარდა, რომლებიც უკვე ჩაჭრეს ყაზტრანსგაზ-თბილისის სპეციალისტებმა. მოწამლულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც.

ყაზტრანსგაზ-თბილისი მოსახლეობას აფრთხილებს, სასწრაფოდ ჩახსნას ღია კამერიანი წყალგამაცხელებლები და გაზგამათბობლები, რომლებიც ძალიან საშიშია და კლავს და მოუწოდებს, ჩაანაცვლოს ისინი დახურულ-კამერიანი გაზდანადგარებით

კომენტარები